იცოდით, რომ სათვალის ჩარჩომ შეიძლება თვალის ალერგია გამოიწვიოს? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ოფთალმოლოგმა ანა დვალიშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას ზაფხულთან და მზესთან ასოცირებულ თვალის დაავადებებზე რჩევები გაუზიარა.
როგორც ექიმი ამბობს, თვალის რქოვანა შეიძლება მთის კურორტებზე დაზიანდეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც გადაცემაში ოფთალმოლოგმა ისაუბრა სათვალე და მისგან გამოწვეული ალერგიაა.
„ზაფხულს ახასიათებს ალერგიები და ბაქტერიები. მზის სხივებთან ასოცირებული ალერგიები ხშირია, მათ შორის სათვალის ჩარჩოც კი, თუ ისეთი მასალითაა დამზადებული, რომ თქვენი თვალის ზედაპირისთვის მიუღებელია, ამანაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ხშირ შემთხვევაში პაციენტი მარტივად ხვდება, რომ ალერგიულ პროცესთან აქვს საქმე. იწყება აუტანელი ქავილი, რომელიც ცხოვრების ხარისხს ძალიან უქვეითებს პაციენტს. საუბარი არ არის მხედველობის დაქვეითებასა და ტკივილზე, მხოლოდ წვა და ქავილი.
როგორ შევარჩიოთ სათვალე სწორად? მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სათვალეს ჰქონდეს მინა, რომელიც მზისგან დაგიცავთ. ხშირად ვყიდულობთ სათვალეს, რომელიც არის მუქი, არადა ის პირიქით უფრო იზიდავს მზის სხივებს, სიბნელეში ჩვენი გუგა ფართოვდება და უარესს ვაკეთებთ.
სათვალე არ უნდა იყოს სრული დაფერვით, უნდა ჰქონდეს მზის ულტრაისფერი სხივების არეკვლის ფუნქცია“, - ამბობს ანა დვალიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე ღვინიაშვილმა გადაცემა „პრაიმშოუ“ დატოვა - ტელეწამყვანი წასვლის მიზეზზე ალაპარაკდა