Digest Logo

ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“

1711088727
 სიყვარულის ამბავი,

ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა - 2:0 ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი. 30 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში.

ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.

გარდა სპორტული ცხოვრებისა, გულშემატკივრების ყურადღებას ფეხბურთელების პირადი ცხოვრებაც იქცევს.

ამჯერად, „დაიჯესტი“ საქართველოს ნაკრების  თავდამსხმელზე, ბუდუ ზივზივაძეზე მოგიყვებით. 

„საქართველოს ნაკრების წევრობა? ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა. 8 წლის ასაკიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში – პირველი ოცნება იყო შენი ქვეყნის მაისურით თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. პირველივე დღიდან ეს ფიქრი არ მქონდა, მაშინ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ როცა დავიწყე იმის გააზრება, რას ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს ნაკრები, სურვილი გამიჩნდა აქ თამაშის“,  - ამბობს ბუდუ ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ბუდუ ზივზივაძე „ფორტუნასთან“ ინტერვიუში მის ოცნებაზე და დედაზე საუბრობს. 

„ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ორი წლის წინ ეს შანსი გვქონდა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი შრომითა და ყველას გვერდში დგომით, გვაქვს მეორე შანსი, რომ 2024 წლის ჩემპიონატში მივიღოთ მონაწილეობა. მქონდა სურვილი, ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა. ახლა 28 წლის ვარ, რთული იქნება, ისეთ გუნდში გადავიდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ეს ოცნებაც მაქვს“ - ამბობს იგი.

სპორტსმენის წარმატებისთვის ოჯახის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო და არის?

ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

წარუმატებელი დღეები გქონიათ პროფესიაში? მაგალითად, როცა ნაკრებში არ გიძახებდნენ…

ხუთი წელი არ მიძახებდნენ ნაკრებში. ეს მოტივაციას მაძლევდა, რომ დამემტკიცებინა მწვრთნელისთვის, ვინც მაშინ იყო ნაკრების სათავეში, რომ დამემტკიცებინა, ვიმსახურებდი საქართველოს ნაკრებში თამაშს. ახლა, როცა ჩემს თამაშებს უყურებს, ალბათ, თავადაც ხვდება ამას. ვფიქრობ, რომ ნანობს… შეიძლება, აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს უკვე წარსულია. არასდროს ჩამიქნევია ხელი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი…

ხუთი წელი არ მიძახებდნენ ნაკრებში. ეს მოტივაციას მაძლევდა, რომ დამემტკიცებინა მწვრთნელისთვის, ვინც მაშინ იყო ნაკრების სათავეში, რომ დამემტკიცებინა, ვიმსახურებდი საქართველოს ნაკრებში თამაშს. ახლა, როცა ჩემს თამაშებს უყურებს, ალბათ, თავადაც ხვდება ამას. ვფიქრობ, რომ ნანობს… შეიძლება, აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს უკვე წარსულია. არასდროს ჩამიქნევია ხელი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი…

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძის ცოლს და შვილს

ბუდუ 30 წლისაა და ამჟამად, გერმანიაში ცხოვრობს. მისი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს.

შაი პანდემიის დროს დაიბადა. მამამ მისი ნახვა მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეძლო.

წყვილმა ერთმანეთი წლების წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. წარმოშობით ქუთაისიდან არიან და მათ ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდათ. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა

🎥 „საქართველოს გაუმარჯოს, მე ვარ საქართველო“- ბუდუ ზივზივაძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს