რატომ უნდა გავთავისუფლდეთ დანაშაულის შეგრძნებისგან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში
ჰიპნოთერაპია, რეგრესული ჰიპნოზი, რეიკი რუსუდან კვირიკაშვილი წერს და მნიშვნელოვან რჩევებს გვიზიარებს.
„დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო განიცადოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე დაბალვიბრაციული გრძნობაა. ემპათიური ადამიანები თანაგრძნობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და სწორედ ისინი განიცდიან ხოლმე დანაშაულის შეგრძნებას ყველაზე მძაფრად.
დანაშაულის შეგრძნება ხურავს გულის ჩაკრას და საკმაოდ დაბლა აგდებს ადამიანის ენერგოვიბრაციებს.
იმისათვის, რომ ადამიანი განთავისუფლდეს დანაშაულის შეგრძნებისგან, კარგად უნდა გაიაზროს, რომ მთელი სამყაროს პრობლემები მისი მხრებით სატარებელი არაა.
ამ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარით მიმდინარეობს (რასაც ბევრი ბედისწერას უწოდებს).
ადამიანები (და ცხოველებიც) ამ სცენარში ზოგჯერ მოსწავლის და ზოგჯერაც კი მასწავლებლის როლში გვევლინებიან.
ხშირად, მოვლენები ჩვენს კონტროლს მიღმა თავის გზით ვითარდებიან.
ხშირად, ადამიანი განუზრახვლად ვიღაცას ტკენს ან ზიანს აყენებს (თუნდაც სიტყვიერად), გაჭირვებაში მყოფს ვერ ეხმარება და ემპათიური ადამიანისთვის ეს დანაშაულის გრძნობით ტანჯვის მიზეზად შეიძლება გადაიქცეს.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ გულში არსებული განზრახვა ნებისმიერი ქმედების დროს გადამწყვეტია კარმული თვალსაზრისით.
თუ განზრახვა სუფთა და კეთილია, მაგრამ ადამიანი უნებურად ტკენს და აზიანებს ვინმეს, ამისთვის მტანჯველი განაჩენი არ უნდა გამოუტანოს საკუთარ თავს. მთავარია, გაიაზროს შეცდომა, გულწრფელად მოიხადოს ბოდიში და აპატიოს საკუთარ თავსაც.
გვახსოვდეს, რომ შეიძლება ადამიანს გულში ბოროტი განზრახვა ქონდეს და მის განსახორციელებლად თვალთმაქცური 'სიკეთით' ჩუმად წამლავდეს და ვნებდეს სხვას. ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, დანაშაულის შეგრძნებას საერთოდ არ განიცდიან, მაგრამ სულს მძიმე კარმით იმძიმებენ, რომელიც სამომავლოდ დიდ ზიანს მოუტანთ.
ასე რომ, თუ შენი გული კეთილი განზრახვით და სიყვარულითაა სავსე, ნუ დასჯი საკუთარ თავს გაუცნობიერებელი შეცდომებისთვის და იმ მოვლენების გამო, რომელთა შეცვლაც შენს ძალებს აღემატება. შეხედე ამ ყველაფერს როგორც სასწავლო გაკვეთილი, რომელიც შენს სულს მეტ სიბრძნეს მატებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ჰეილი ბიბერი 30 წლის გახდა – ნახეთ, როგორ აღნიშნა მოდელმა დაბადების დღე
⭕ნუშის სამკურნალო თვისებები - „ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას“