Digest Logo

დღეს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირილობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე

1683005678
ქუთაისი - გვირილობა

დღეს ქუთაისში „გვირილობას“ აღნიშნავენ, როგორც ქალაქში მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებულ საქველმოქმედო დღესასწაულს.

ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ „თეთრი გვირილის“, თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.
„თეთრი გვირილის დღის“ იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.

ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

ქუთაისში გვირილობის სახალხო ზეიმის წინამორბედად საუკუნის წინანდელი საქველმოქმედო აქცია ითვლება, რომლის დროსაც ქუთაისელი გიმნაზიელი გოგონები გვირილებს ყიდდნენ და შემოსული თანხით ჭლექით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

დღესაც მრავლად იყვნენ ქალაქის ცენტრში გიმნაზიის ფორმებში გამოწყობილ გოგონები, რომლებიც კალათებით, სიმბოლურად, გვირილებს დაატარებდნენ. ცენტრალურ ბულვარში გასაყიდად გამოტანილ ყვავილებს შორის კი დღესასწაულის სიმბოლო, მინდვრის გვირილა, და გვირილების გვირგვინები ჭარბობდა.

გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის დღე იყო. პირველი გვირილობა 1908 წელს შვედეთში აღინიშნა. რუსეთის იმპერიაში ეს ჩვეულება 1911 წლიდან დამკვიდრდა.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი ავადმყოფების სასარგებლოდ იხარჯებოდა. იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიაში გვირილობის ორგანიზებას საიმპერატორო კარი მფარველობდა, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეს დღე აღარ აღინიშნებოდა. თუმცა, მისი ჩანაცვლება, გარკვეულწილად, მოხდა 1922 წლიდან, როდესაც ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამდღიან კამპანიას აწარმოებდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“ - აკა მორჩილაძე ქუთაისზე