აჩი სვანიძე მოგზაურია, რომელსაც ამჟამად „იუთუბის“ საკუთარ არხზე 46 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ექსტრემალურ ვიდეოებს გვთავაზობს.
ამჯერად აჩი სვანიძე ტაილანდში იმყოფება, სადაც ვირთხების ფერმას ესტუმრა. როგორც ირკვევა, ადგილობრივები ვირთხებს ამრავლებენ, ზრდიან და შემდეგ საკვებად იყენებენ.
„ეს ვირთხების ფერმაა ტაილანდში, ადგილი სადაც ვირთხებს ისე ზრდიან, როგორც ჩვენ გოჭების ან სხვა პირუტყვის შემთხვევაში ვაკეთებთ. ეს ვირთხები გოჭებს არა მარტო მოშენების, არამედ ზომითაც ჰგვანან.
მათი წონა 2.5 კილოგრამსაც აღწევს ხოლმე. როცა სტანდარტული ვირთხის წონა 400-500 გრამია.
ტაილანდის ამ ნაწილში ისაანში, ვირთხა კვების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გიგანტური არსება ფერმიდან სუფრაზე გადაინაცვლებს ხოლმე. წვავენ თონეში და დაახლოებით ისეთი სუნი და გემო აქვს, როგორც გოჭს“, - ამბობს აჩი სვანიძე ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თუ გაქვთ თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი და კუნთების კრუნჩხვები: გააკეთეთ ეს! - არუნ ხათრის რჩევები
⭕ „ტკბილეულები ერთი წლის დაძველებით“ - თეონა ცირამუას ტყუპები იუბილარები არიან