Digest Logo

გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა - „სტიქია საქართველოში იქნება არაერთი სახის“

1767980677
გოგა მანია

გოგა მანიას წინასწარმეტყველება საქართველოში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთხელ ახდა. ცნობილი ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკოსი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანაში რამდენიმე სტიქია მოხდებოდა, მათ შორის - ხანძრებიც.

„თურქეთში იქნება ტერორისტული შეტაკება. საუბარი იქნება ომსა და შეტაკებაზე.

სტიქია საქართველოში იქნება არაერთი სახის. უკრაინის ომის გაჩერებაზე საუბარი ზედმეტია. საქართველოში შეიძლება ჩამოვარდეს ვერტმფრენი, მფრინავი აპარატი. მთლიანად, მსოფლიო მასშტაბით, იქნება დიდი დოზით წყლის მოვარდნები, ცუნამი. უდიდესი პრობლემის წინაშე დადგება მსოფლიო. ეს ზუსტად ის არის, რისთვისაც ერთმანეთს ვესვრით ტალახს.

ომი კვლავ იქნება, სადაც ფიგურირებს ირანი და პალესტინა. ერთიანად არ იქნება, მაგრამ ერთმანეთს მიეწყობა. ჩართულია ამერიკა, უკრაინა და რუსეთი, რომელიც გაჩერებას არ აპირებს. კიდევ ორი დიდი ქვეყანა ჩაერთვება.

ადამიანი, მმართველი ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ კლავენ. ეს არ იქნება ამერიკელი. პირდაპირ ვამბობ მეფე ჩარლზის გარდაცვალებაზე. აქამდე ძლივს აცოცხლეს ამერიკაში ერთი ადამიანი, და საბოლოოდ მისი გარდაცვალების ამბავს გამოიტანენ საჯაროდ ძალიან მალე.

ცეცხლზე მეტად იქნება წყალმოვარდნები, წყლის სიჭარბე ამერიკაში. დიდი პრობლემები ექნება. როგორც ერთი წლის წინ იყო წყალმოვარდნები და ცუნამი, ასევე იქნება 2026 წელს. ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდება შავ ზღვაში, რასაც საქართველოშიც კარგად ვიგრძნობთ. ეს არ არის შორი წინასწარმეტყველება.

ქორეოგრაფი, ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი გარდაიცვლება. კიდევ ერთი მღვდელი გარდაიცვლება. უახლოეს პერიოდებში მოხდება ეს. მიყოლებით სამი პიროვნების, სასულიერო პირის, გარდაცვალება იქნება. ჰყავთ ბევრი მიმდევარი.

აფრიკიდან შემოვა ახალი დაავადება და პრობლემა, წამოვა შავკანიანებიდან. იფეთქებს პანდემია, ეს იქნება კანის დაავადება. საქართველო დაცულია ამ ყველაფრისგან, რადგან ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

ადრე მთავრობაში იყო, არ არის ქართველი ეს ადამიანი. იქნება თავდასხმა თვითმფრინავზე, რაღაცას მოაწყობენ. გავიგებთ ამ პოლიტიკოსის გარდაცვალებას. ერთ-ერთი თურქი მსახიობიც, ქალი და კაცი გარდაიცვლებიან.

საქართველოდან წასული ტრანსგენდერის გარდაცვალებაზე დაიწყება საუბარი ცოტა ხანში. ეს ადამიანი მოგზაურობს თურქეთში.

ასეთი ავარია ჯერ არ ყოფილა. წარმოიდგინეთ, გზას ერთზე მეტი მანქანა შეეჯახება, მოჰყვება მსხვერპლი.

ადამიანი დგას გარეთ, საქართველოში ხდება ეს. იღებს იარაღს და უმიზეზოდ ისვრის. ამაზე აუცილებლად ისაუბრებენ. ასევე ახლოა ჟურნალისტის გარდაცვალებაც.

ჩემთვის ამ ყველაფრის გახმოვანება ძალიან რთულია. ჯერ ნახვა და შემდეგ გადმოცემა. მე აღარ ვუყურებ ხოლმე ჩემს ჩანაწერს მეორედ. მინდა გისურვოთ სიკეთე“, - ამბობს გოგა მანია.

ცნობისთვის, თბილისში, 9 იანვარს სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი გაჩნდა.