Digest Logo

„კაბა და საცვალი სისხლიანი ჰქონდა, გოგო ტიროდა, ეგონა მოკვდებოდა“ - 10 წლის გოგოს გაუხმაურებელი ამბავი

1724700390
წინადაცვეთა

ინგუშეთში სასამართლო „ქალთა წინადაცვეთის“ საქმეს განიხილავდა.

ეს პირველი შემთხვევა იყო რუსეთის სასამართლო ისტორიაში, როცა მსგავსი საკითხი განიხილებოდა. როგორც მედიასაშუალებები წერდნენ, ეს წეს-ჩვეულება ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებშია გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ინგუშეთში წლების განმავლობაში ათასობით მსგავსი „ოპერაცია“ კეთდება, რომლის დროსაც ქალებს სასქესო ორგანოს უმახინჯებენ.

წინადაცვეთა თუ სიკვდილი?

ისტორია 2019 წელს დაიწყო. როცა ინგუშეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შვილები, რომლებიც პირველი მეუღლისგან ჰყავდა სტუმრად დაპატიჟა. ვაჟი და გოგონა მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში. მამასთან სტუმრობის მეორე დღეს პატარა ბიჭმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ მისი და სახლში დასვრილი და ატირებული მიიყვანეს.

როგორც აღმოჩნდა, დედინაცვალმა 10 წლის გოგო თავის 7 წლის შვილთან ერთად ქალაქ მაგასის საავადმყოფო „აიბოლიტში“ მიიყვანა, სადაც ბავშვთა გინეკოლოგმა, იზანია ნალგიევამ გოგოებს წინადაცვეთა ანესთეზიის გარეშე გაუკეთა.

გოგოს ბებიის თქმით, საოპერაციო მაგიდაზე ბავშვი ძალით დააწვინეს, ის ცდილობდა წამოდგომას, თუმცა ხელ-ფეხს დედინაცვალი და საავადმყოფოს თანამშრომელი უჭერდა. ბავშვს ეუბნებოდნენ, რომ ამ ოპერაციას ყველა ქალს უკეთებდნენ და თუ წინადაცვეთას არ გაიკეთებდა, მოკვდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ოპერაციისას გოგონას სასქესო ორგანო დაუსახიჩრეს, მამამ კი შემდეგ ბავშვებს 500 რუბლი მისცა და გროზნოში სამარშრუტო ტაქსით გაგზავნა.

„კაბა და საცვალი სისხლიანი იყო. როცა დედამ ბავშვი სახლში მიიყვანა ტიროდა და საღამომდე ისტერიკაში იყო, ეგონა მოკვდებოდა“, - ამბობს გოგონას ბებია.

ბავშვს საღამოს მაღალი ტემპერატურაც ჰქონდა და მათ სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ექიმებმა გოგონას სასქესო ორგანოზე ჭრილობა აღმოაჩინეს.

დედამ ბავშვის მამას დაურეკა, მამაკაცმა არ უარყო ამბავი და ეს ყველაფერი ასე ახსნა: „რომ არ აღეგზნოს“...

რას ამბობს გამოძიება?

გოგონას დედამ ჩეჩნეთის საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართა. მათ სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა მომავალში შეძლებს მშობიარობას... ჭრილობა არ იყო სასიკვდილო.

ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, რომელიც შემდეგ ინგუშეთის სასამართლოს გადაეგზავნა, შემთხვევა ითვალისწინებს დამნაშავის 40 ათასი რუბლით დაჯარიმებასა და 4 თვემდე თავისუფლების აღკვეთას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონასთვის მიყენებული ჭრილობა არ იყო სიცოცხლესთან შეუფერებელი და სავარაუდოდ, მისი ორგანოს ფუნქცია არ დარღვეულა.

ექიმი ნალგიევა და „აიბოლიტი“

ოპერაციის ჩამტარებელი ექიმი, ნალგიევა საქმის ერთადერთი მთავარი ფიგურანტია. ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ, მან აღიარა წინადაცვეთის ფაქტი. დაკითხვის პროტოკოლში აღნიშნულია, რომ ოპერაციის ჩატარების უფლება ექიმს, გოგოს მშობლებმა მისცეს. მოგვიანებით კი განაცხადა: "უყურადღებოდ წავიკითხე პროტოკოლი და არასწორად მივუთითე, თითქოს წინადაცვეთის რიტუალი ჩავატარე“, - განაცხადა ექიმმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რომ ვუყურებ, მხრებში ვიშლები სიამაყისგან, საქართველოს სილამაზე“ - თაკო ნაცვლიშვილის კადრებმა სოცქსელი დაიპყრო

„11 წელი ერთად“ - ანა ტყებუჩავა ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ძალიან ლამაზი ხარ, არასდროს ბერდები“ - დალი ჩიტალაძე ახალ კადრებს აქვეყნებს