
გაზაფხულის პირველი თვე რამდენიმე მაგნიტური ქარიშხლით „დაგვასაჩუქრებს“, თუმცა ისინი საშუალო და დაბალი სიმძლავრის იქნება.
მაგნიტური ქარიშხლები ადამიანებზე განსხვავებულად იმოქმედებს - ზოგს დეპრესიული განწყობა ან შაკიკი შეაწუხებს, ზოგს - ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდება.
საფრთხეს მომზადებული რომ დახვდეთ, შემდეგი თარიღები და პრევენციის საშუალებები უნდა დაიმახსოვროთ:
⏺ 4 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
⏺12 მარტი - სუსტი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
⏺19 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
⏺ 31 მარტი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი.
გაითვალისწინეთ, რომ მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
⏺თავის ტკივილი და თავბრუდახვევა
⏺მადის დაკარგვა
⏺დეპრესიული განწყობა
⏺წნევის მომატება ან შემცირება
⏺ძილის დარღვევა
⏺სახსრების ტკივილი
⏺სისუსტე ან დაღლილობა
⏺ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა?
სიმძლავრის დონის გათვალისწინებით, მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანზეც კი მოახდინოს გავლენა.
მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სახიფათო დღეებში ექიმების მარტივი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:
დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორად იკვებეთ და ივარჯიშეთ.საკმარისად დაისვენეთ და იძინეთ.სვით წყალი და მცენარეული ჩაი.უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებსა და ცხიმიან საკვებზე.მოერიდეთ სტრესს და ნერვიულობას.მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გულით მსურს მსოფლიო დაიპყრო“ - თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა
⭕საქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა