Digest Logo

🎥 მოძღვარი გურამ ოთხოზორია: მარხვასა და ლოცვაზე შეკითხვის დასმას ავკრძალავდი, ეს ისეთივე ინტიმურია, როგორც ცოლქმრული ურთიერთობა

1779868314
გურამ ოთხოზორია

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მოძღვარმა გურამ ოთხოზორიამ „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ზიარების არსსა და მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასულიერო პირის განცხადებით, ეს საკითხები თითოეული ადამიანისთვის უკიდურესად პირადულია და მასში უხეშად ჩარევა დაუშვებელია.

სასულიერო პირის თქმით, თითოეულმა მორწმუნემ საკუთარ თავს თავად უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სულიერი საზღვრები:

გურამ ოთხოზორია: მარხვასა და ლოცვაზე შეკითხვის დასმას საერთოდ ავკრძალავდი. ეს ძალიან ინტიმური თემაა ისევე, როგორც ცოლ-ქმარს არ ეკითხებიან, რა ხდება მათ საძინებელში. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, მან თავად უნდა დაუწესოს საკუთარ თავს თავისებური მარხვა. ზოგი ჭამს, ზოგი არა, თუმცა მთავარია, რომ ყველა საკუთარ რწმენაში იყოს მტკიცედ. ლოცვაც ზუსტად ასე უნდა იყოს“.

სასულიერო პირმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. ფარისევლურ მორწმუნეობაზეც და აღნიშნა, რომ მხოლოდ ეკლესიური რიტუალების მექანიკური შესრულება ადამიანს ვერ ცვლის, თუ ამას რეალური სულიერი ნაყოფი არ მოჰყვება.

„ერთი არის ქრისტეს ცხოვრების პატივისცემა, მისი გზით სვლა და მეორე უბრალოდ რელიგიურობა. არსი იმაში მდგომარეობს, რომ რასაც ვაკეთებთ, სულის ცხონებისთვის უნდა ვაკეთებდეთ. ქრისტემ თქვა: ხე ნაყოფით შეიცნობაო. მთავარი კითხვაა, გახდა თუ არა ადამიანი წირვის შემდეგ უკეთესი? ეს ცვლილება ჯერ თავად უნდა შენიშნოს და შემდეგ სხვებმაც.

ზიარების არსიც სწორედ ამაშია. უბრალოდ უნდა „დავაფიქსიროთ“, რომ ვეზიარეთ? უნდა გავაცნობიეროთ, რომ ზიარებისას ქრისტე ჩვენში შემოდის.

როგორც კი ამას რწმენით შევხედავთ, ჩვენში მართლაც შემოვა ნათელი, რომელსაც შემდეგ თავადვე გავავრცელებთ. თუ ჩვენს გარემოში, ადამიანებსა და ურთიერთობებში არაფერი იცვლება, მაშინ ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. ზიარება მაცოცხლებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა მოძღვარმა გურამ ოთხოზორიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა შეიძლება ვუწოდოთ ამ სილამაზეს?!...“ - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში ამჯერად ტაბაწყურის ტბა მოხვდა

⭕ Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა

⭕ „წარმოთქვით ხმამაღლა ენერგეტიკული კოდი“ - როგორ გავიაქტიუროთ 27 მაისის ენერგია