Digest Logo

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც დეკრეტული შვებულების თანხას ეხება - ცვლილება კანონში

1791908073
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

ყადაღას არ დაექვემდებარება და შედეგად აღსასრულებლად არ მიექცევა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.

ამასთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად - არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? - მითები და რეალობა

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕„როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა... ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება“ - ნეკა დოროყაშვილი მილანში დაწყებულ სიყვარულზე

წყარო: mshoblebi.ge

✕