მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე...
2018 წლის 13 აპრილს 112-ში შევიდა ზარი, რომ ვაკეში, ბარნოვის 77-ში ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გამოძახების საფუძველზე საპატრულო ეკიპაჟი დანიშნულების ადგილას გავიდა.
ადგილზე მისულ ეკიპაჟს სააბაზანოში ახალგაზრდა ქალის გვამი დახვდათ, აგრეთვე ოთახში იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები.
„ბავშვები ამბობდნენ, ვეფხომ მოკლა დედიკოო, სულ სისხლიანები იყვნენ...“, - პატრულ-ინსპექტორი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით დაიწყო.
„იყო სისხლის გუბეები და ლაქები. ძალადობის კვალიც აღინიშნებოდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა მაგიდაზე იდო. ახალგაზრდა ქალს 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ადგილზე გარდაიცვალა“, - პატრულ-ინსპექტორი.
დაიკითხნენ მეზობლები და გარდაცვლილის დედა - ნათელა გობაძე.
გამოკითხვებით გამოიკვეთა ჩამდენი პირი - ვეფხვია ბაქრაძე. ის გარდაცვლილის მამინაცვალი გახლდათ.
გობაძის გამოკითხვისას დადგინდა, რომ 14 წლის წინ მზარეულად მუშაობდა. სწორედ იქ გაიცნო ვეფხვია, რომელიც დაცვა იყო.
„ორივემ ვიცოდით პირადი წარსული და ორივეს გვყავდა შვილები წინა ქორწინებიდან.
ვეფხვია ღამითაც მუშაობდა, ტაქსაობდა.
არ სიამოვნებდა როცა ვეუბნებოდი ქირა და კომუნალურები გადაიხადეო. სულ ჩხუბობდა ამაზე. მერე ძალადობდა, როგორც ფიზიკურად ისე სიტყვიერად. თავიდან შიში არ მქონია, ბოლოს კი ძალიან ავღელდი. ვეფხია საკუთარ შვილზეც ძალადობდა. ეს რომ ვნახე, როგორ სცემდა და ამწარებდა მაშინ შემეშინდა. ეს თავის შვილს კლავს და მე რას მიზამს-მეთქი. ფიზიკურად ერთხელ ჩემს თაკოს შეეხო, რანაირად გაცვიაო. მანდ ძალიან გავბრაზდი. შევეწინააღმდეგე. თურმე თაკოსთვის გაურტყამს. დაუნდობელი ადამიანია“, - ამბობდა ნათელა გობაძე.
ვეფხია ბაქრაძე ბრალის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
„ამ პერიოდში თაკო გათხოვდა. მერე, როცა ვეფხია გამოვიდა ციხიდან მუხათწყაროში დასახლდა. მუქარის გამო ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ.
ჩემ შვილს სულ მომწყვიტა. 2014 წელს წამოვედი და სხვაგან დავიწყე ცხოვრება. მერე ქირის დაზოგვის შემდეგ ჩემ შვილთან გადავედი საცხოვრებლად. კიდე გამოჩნდა ვეფხვია არ ვიცი საიდან გაიგო საცხოვრებელი. მცემა, ფიზიკურად იძალადა. წავედი და დავწერე შემაკავებელი ორდერი.
ამის მერე კიდევ გაქრა 6 თვით, მაგრამ სულ მქონდა შეგრძნება რომ მითვალთვალებდა“, - ამბობდა ნათელა გობაძე.
ნათელამ ქობულეთში დაიწყო მუშაობა.
„სამსახურში მომაკითხა. 6-თვიანი პაუზის მერე პირდაპირ სამსახურში დამადგა. დალაპარაკება უნდოდა. ასე მითხრა, რაც მოგივა შენ თავს დააბრალეო და ყელში მწვდა. საავადმყოფოში გადამიყვანეს თბილისში. გონს რამდენიმე დღის მერე მოვედი. სახე ჩამტვრეული მქონდა, ტვინის შერყევა, ქვაზე მარტყმევინა თავი“, - ამბობდა ნათელა გობაძე.
ამის შემდგომ ვეფხვია 117-ე მუხლით გასამართლდა და 3 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ციხიდან ურეკავდა და შვილების მოკვლით ემუქრებოდა. აიძულებდა შეწყალება დაეწერა, რათა დროზე ადრე გამოსულიყო ციხიდან.
ნათელას სურდა, სანამ ვეფხვია ციხიდან გამოვიდოდა საზღვარგარეთ წასულიყო ოჯახთან ერთად, ამიტომ ამნისტიას ხელი მოაწერა.
„ვეფხვია რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა ციხიდან. გუდაურიდან შვილებს დავურეკე და გავაფრთხილე, ციხიდან გამოვიდა-მეთქი“, - ამბობდა გობაძე.
ნათელა ბარნოვის 77-ში შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა.
ვეფხვია მას კვლავ უთვალთვალებდა. ერთხელ აედევნა და სამსახურში წაყვანა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო.
ვეფხიამ აიძულა ნათელა მანქანაში ჩამჯდარიყო.
„მოძალადემ კარი ჩაკეტა, ტელეფონი გამომართვა და ვაშლიჯვარში დასახლებული პუნქტიდან შორს წამიყვანა.
ამოიღო დანა, ის დანა რითაც შვილი მომიკლა. სახეში დამარტყა. ფეხში დანის უკანა მხარე დამარტყა. ხელები თოკით შემიკრა და მუხათწაროსკენ წავიდა. ისე გავთხრი შენ საფლავს ვერავინ გიპოვისო. ნიჩაბიც ჰქონდა. მერე მანქანა მოატრიალა და კუმისში ამიყვანა. იქაც უკაცრიელი ადგილი დამხვდა.
ოთახში რკინის ჯაჭვით დამაბა. ნახევარი საათი მცემდა. სადისტურად მაწამა. აგრეთვე, სქესობრივი კონტაქტიც დაამყარა. საპირფარეშოში მასთან ერთად გავდიოდი, დაბმულ მდგომარეობაში.
ბოლოს მითხრა ვერ გიმეტებ მოსაკლავად მაგრამ თუ ჩემ გვერდით არ იქნები გაგამწარებო, შვილს ან შვილიშვილს მოგიკლავო.
ტელეფონი წამართვა და ყველას მიწერა, რომ 15 მარტამდე არ დავბრუნდებოდი. მთხოვა, იუსტიციაში ხელი მოვაწეროთო. მუქარის ფონზე ხელიც მოვუწერე.
მიუხედავად ხელის მოწერისა მაინც გრძელდებოდა ჩემი წამება. ამის შესახებ თაკომ გაიგო და მასთან გადასვლა შემომთავაზა...
ეს რომ ვეფხვიამ გაიგო დამირეკა და მითხრა, ვილაპარაკოთო. აქ თაკოც ჩაერია არ გამიშვა სალაპარაკოდ და მამინაცვალს უთხრა გამქრალიყო ჩვენი ცხოვრებიდან.
მეორე დღეს, დილით თაკომ ბავშვები ბაღში წაიყვანა. მერე ერთად გავედით საპატრულოში, რათა საჩივარი დამეწერა ვეფხვიაზე.
როგორც აღმოჩნდა, კარის საკეტი გაუფუჭებია, შესულა სახლში და დანით ყველა ტანსაცმელი დაუჭრია, მერე ბენზინის საყიდლად წასულა, თუმცა სახლი არ გადაუწვავს. რატომღაც სახლში გაჩერდა...“, - ამბობდა გობაძე.
ნათელამ პოლიციაში ახსნა-განმარტება დაწერა, თაკო კი ბავშვების ბაღიდან გამოსაყვანად წავიდა.
იმ დროს როცა ვეფხია მალულად სახლში იმყოფებოდა, თაკო ბავშვებთან ერთად სახლში მივიდა.
„თაკოს ვურეკავდი არ მინდოდა სახლში მარტო მისულიყო. ცუდად გავხდი ვნერვიულობდი. შიშს ვგრძნობდი“, - ამბობდა გობაძე.
ვეფხიამ მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ დედას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამაზე ბავშვებმა ტირილი დაიწყეს.
მეზობლებმა ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს და საპატრულოში დარეკეს.
„ტელეფონზე რომ ვურეკავდი თაკოს მაგან მიპასუხა, ვკითხე, სადაა ჩემი შვილი-მეთქი და ახლა კითხულობ თაკოსო, შენი შვილი მიწაშიაო“, - ამბობდა გობაძე.
მკვლელმა სახლიდან გაქცევა მოახერხა, ფანჯრიდან გადახტა.
ის ცხელ კვალზე დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. გარდაბანში ნათესავის სახლში, აფარებდა თავს.
ვეფხიას მიესაჯა უვადო თავისუფლება. აგრეთვე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, მისი შერაცხადობა დადასტურდა.
მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების“ მიხედვით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი
🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს