ფენ-შუი მხოლოდ სივრცის გადანაწილებას და მოწყობას არ გვასწავლის.
ცოცხალ მცენარეებს სახლში ასევე აქვთ გავლენა სივრცის ენერგეტიკაზე. ზოგიერთი მათგანი ამას კონკრეტულად აკეთებს👇👇
🍃 კრასულა (ფულის ხე)
უნდა მოთავსდეს ჩრდილო/აღმოსავლეთით, ან სამხრეთით - სიმდიდრისა და რეპუტციის ზონა.
🌸 ორქიდეა
სამხრეთ/დასავლეთი - ურთიერთობის ზონა. ორქიდეა საძნებელში, ან მისაღებ ოთახში რბილად ააქტიურებს სიახლოვისა და მიზიდულობის ენერგიას.
🌴ბამბუკი
უნივერსალური აქტივატორია. ნებისმიერი სექტორისთვის შესაფერისია. სამი ტოტი - ჯანმრთელობა, ბედნიერება, დღეგრძელობა ხუთი ტოტი - კეთილდღეობა ცხრა ტოტი - საერთო იღბალი.
🪴 ფიკუსი
სახლის ენერგიას აბალანსებს. განსაკუთრებით კარგია მისაღებში და შემოსასვლელ კართან, საიდანაც ენერგია შემოდის და მთელ სახლში ნაწილდება. მისი მსხვილი ფოთლები საყრდენისა და ზრდის შეგრძნეაბს იძლევა.
🪷 ქრიზანთემა
ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ყვავილია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ზონას ააქტიურებს - ჯანმრთელობა, კარიერა, პოზიტიური ცვლილებები. ყვითელი, ან თეთრი ქრიზანთემა აღმოსავლეთით მოათავსეთ.
მნიშვნელოვანი გვესმოდეს, სწორ ადგილას დარგული მცენარე აძლიერებს იმას, რაც უკვე მუშაობს, მაგრამ თუ თქვენს ბინაში არის ადგილები, რომლებიც ენერგიას ბლოკავენ, მცენარე მათ ვერ გამოასწორებს!
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბედნიერი ვარ, როცა ერთად ვართ ✨“ - ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად პოზირებს