Digest Logo

როდის უნდა დავშალოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?

1735983061
ნაძვის ხე

ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია. მისი გაწყობის თარიღი არავის განუსაზღვრავს.

ზოგი დეკემბრის ბოლომდე არ რთავს, ზოგი კი ნოემბრამდეც კი ძლივს ითმენს. ხოლო, როცა ნაძვის ხის დაშლის შესახებ ჩნდება კითხვები, საზოგადოების აზრი ორად იყოფა ხოლმე.

ერთი მხრივ, ჩვენში არის გავრცელებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნაძვის ხე ნათლისღებას არ უნდა შეხვდეს, შესაბამისად, 19 იანვრამდე უნდა დაიშალოს. უფრო მეტიც, შესაბამისი გამოთქმაც კი არსებობს:

 

„ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“. ამის გამო ბევრს სჯერა, რომ ნაძვის ხეს ნათლისღებამდე თუ არ აიღებენ, უბედურება მოხდება.

თუკი ჩინურ კალენდარს გავითვალისწინებთ, ახალი წელი 1-ელ თებერვალს დგება, ამიტომ ფენშუის მიმდევრები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხე თებერვლის პირველ კვირამდე მაინც არ დავშალოთ.

თქვენ როდის შლით ნაძვის ხეს?

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია - მას 92 წელი შეუსრულდა

⭕როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი კავსაძე მძიმე სენისგან?