Digest Logo

როგორ მოქმედებს გვარი ადამიანის ბედზე და რომელ წინაპარს უნდა სთხოვოს უშვილო წყვილმა დახმარება სასაფლაოზე - ეზოტერიკოსის განმარტება

1720807704
ნინა სუსლოვა

რა ნიშნებით ამოვიცნოთ, დაზიანებულია თუ არა გვარის რესურსი, ენერგეტიკა, მისი ინფორმაციული ველი? რა გზები არსებობს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საგვარეულო დაზიანებას ახლავს თან? - ამ საკითხებზე  ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„ადამიანის ცხოვრებაში გვარის ენერგეტიკა ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. გვარი არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ცოდნა, გამოცდილება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ყველაფერი ის, რაც მათ განვლეს, გვარის ინფორმაციულ ველში ჩაიწერა. მასში თითოეული ადამიანის ქმედება, კარგიც და ცუდიც, იწერება და აისახება.

გვარს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა რესურსი. ხუთი ძირითადი რესურსია: სიყვარული, ჯანმრთელობა, ფინანსები, ძალაუფლება და იღბალი. მაგალითად, იღბალი არის ძალიან იშვიათი, როცა ყველაფერში ხელი ემართებათ, ხელეწიფებათ ყველაფერი, ყველა მიმართულებით და ამის ხარჯზე არიან წარმატებულები. მაგრამ, ასევე არის მეორე მომენტი, როცა გვარი ზიანდება, როდესაც ის ენერგორესურსები, რომელიც გვარს აქვს, იკარგება და ვეღარ ვიყენებთ.

ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი, რომ გვარი დაზიანებულია არის,როცა გვარში არ ჩნდება ბიჭი ანუ გვარის გამგრძელებლები. ასეთ დროს შეიძლება, ქალს ბიჭზე მუცელი მოეშალოს, გოგო კი დაიბადოს.
ასევე, თუ ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები და ალკოჰოლიზმი და როცა ეს ყოველივე ერთს კი არა, რამდენიმე მოგვარე ადამიანს ახასიათებს, ესეც გვარის დაზიანებაზე მიუთითებს, ასევე, თუ არცერთი არ მუშაობს, ვერავინ მიაღწია კარიერულ წინსვლას. კარგი იქნება, თუ ააგებთ თქვენი გვარის გენეალოგიური ხეს და გამოკვეთთ იმ რესურსს, რომელიც თქვენს გვარს აქვს.

თუ გვინდა, გვარში პრობლემის გამოსწორება, ხშირად უნდა მოვიკითხოთ წინაპარი, დახმარება ვთხოვოთ.

მაგალითად, თუ არის ოჯახი, რომელსაც არ უჩნდება შვილი, შეუძლიათ, დახმარება სთხოვონ ისეთ წინაპარს, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა, მაგალითად, ხუთი ან ექვსი.

როგორ უნდა სთხოვონ? -  მაგალითად, სასაფლაოზე მივიდეს, მიიტანოს ყვავილები და სთხოვოს დახმარება. სხვათა შორის, ეს ძალიან ხშირად მოქმედებს, რადგან მოაქვს ის რესურსი, რაც გვარს რეალურად აქვს. ისედაც, წინაპართან კონტაქტი და გახსენება ძალიან კარგია. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია გვარის ერთობა.

თუ ვიღაც აიღებს პასუხისმგებლობას, დააწესებს, თუნდაც წელიწადში ერთ დღეს, ისინი შეიკრიბებიან, ეს გვარს ძალიან აძლიერებს. რაც უფრო ერთიანია გვარი, მით უფრო ძლიერია.  შეიძლება, მოხდეს ისე, რომ კონკრეტულმა გვარის წარმომადგენელმა მთლიანად წაიღოს გვარის რესურსი. ასეთ შემთხვევაში, ის ერთო ოჯახია წარმატებული, დანარჩენი მათი გვარის წარმომადგენლები კი – არა. ეს კი მათი ბრალია, რასაკვირველია, გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ერთობა არ აქვთ. შესაბამისად, რაც უფრო ერთიანია გვარი, კიდევ ვამბობ, მით უფრო ძლიერია“,- ამბობს სუსლოვა „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარი ემოციები...“ - გიორგი გასვიანმა ოჯახთან ერთად მტკვარზე გაისეირნა

⭕„წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება“- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

🎥 „დიდი შრომა ჩავდეთ, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია“ – ნუცა ცისკარიშვილი ქართულ მოტივებზე შექმნილ ვიდეოს აქვეყნებს