Digest Logo

როგორ მოვძებნოთ საბედო? - 4 გზა სატრფოს მოსაძებნად

1621610913
საბედო

„ყვავი მოხარშე ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს, იმისი წვენი დალიე!“, „მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე!“, 
„მუხის ხის წყალი, მიმინოს ქონი აურიე ირმის ქონში, მტრედის გული ვარდის წყალში ჩააგდე!“ - ნუ შეშინდები, ამაზე ბევრად მარტივი მეთოდების შესახებ გიამბობთ.

 

1. მკითხაობა სახელის მიხედვით:

შუაღამისას გადით გარეთ და პირველ შემხვედრს შეეკითხეთ სახელი. სწორედ ეს სახელი ერქმევა თქვენს მომავალ მეუღლეს.

2. მკითხაობა წყალზე:

წყლიან ჭიქაში ჩააგდეთ ვინმეს ნიშნობის ბეჭედი და დადგით ღამით ყინვაში. თუ წყალი გაიყინება და ყინული ამოიბურცება ე.ი. ამ წელიწადში გათხოვდები ან დაინიშნები, ხოლო თუ ყინული ბრტყელი იქნება ამ წელს ტყუილად არც იოცნებოთ მეორე ნახევარზე.

3. მკითხაობა კატაზე:

ჩაიფიქრე სურვილი და დაელოდე კატას, (თუ არ გყავთ კატა, შეგიძლიათ თქვენ მეგობარს ან ვინმეს სთხოვოთ, რომ კატა გათხოვოთ) რომ შემოვიდეს თქვენს ოთახში. თუ კატა მარჯვენა თათით შემოვა ოთახში - სურვილი აგისრულდებათ, თუ მარცხენით - არ აგისრულდებათ, ხოლო თუ საერთოდ არ შემოვიდა, შეწყვიტეთ მკითხაობა.

4. მკითხაობა ნემსით:

დიდ ფურცელზე დაწერეთ ნახევარ წრედ ანბანი, მის ქვევით ასევე ნახევარ წრედ დაწერეთ ციფრები 0-დან 9-ის ჩათვლით.

ცენტრიდან მარცხნივ დაწერეთ სიტყვა „კი“, ხოლო მარჯვნივ „არა“. შემდეგ შავ ძაფგაყრილი ნემსი დაიჭირეთ ზემოდან ცენტრისკენ მიმართული ნემსით. დასვი კითხვა და ყურადღებით ადევნე თვალი, რა ასოებისკენ და ციფრებისკენ გადაიხრება ნემსი და პასუხებსაც მიიღებთ.

თუ ეს ხერხი არ დაგეხმარათ სატრფოს მოსაძებნად, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ. ამბობენ, დროულობის მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვსო. ჰოდა, როგორც ბრძენი დაქალები ამბობენ, ის „იქს“ ადამიანი ჯერ გზაშია და არ იცის, წინ რა ბედნიერება ელოდება შენი სახით.