Digest Logo

შეთხზული ისტორია თუ რეალური წყევლა? რა საიდუმლოს ინახავს ხვამლის მთის მიუდგომელი მღვიმეები

1794479042
ხვამლის მთა

ლეჩხუმში მდებარე ხვამლის მთა საუკუნეებია, რაც ისტორიკოსებისა და ალპინისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ოცამდე შეუსწავლელი მღვიმე, კლდეზე ოხრით შესრულებული ზოდიაქოს უძველესი ნიშნები და ექსპედიციების ტრაგიკული ისტორიები - რა იმალება სინამდვილეში მისტიკური მთის ქვაბულებში?

„ხვამლის მთის მღვიმეები, საიდუმლო სამალავები და უცნაურად გარდაცვლილი, ქართველი მკვლევრები რომლებიც ამ მთას იკვლევდნენ - რა იყო ეს ქართული განძის წყევლა, თუ უბედური შემთხვევა.!?...

ხვამლის მთაზე ბევრი დაწერილა, ბევრიც იწერება. გადაღებულია კვლევითი ფილმებიც, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ხვამლის მთის მასივი, მთლიანად კარსტულ მღვიმეებზე დგას. აქ არის უზარმაზარი კარსტული მღვიმეები და გამოქვაბულები, რომლებსაც ერთმანეთთან ვიწრო გვირაბები აკავშირებს...

ესენი არის: თეკენთერი (თეკენთერის მღვიმე). ბოგა და ვერძისთავა, რაც შესწავლილი მღვიმეებია, მაგრამ დანარჩენები, სრულიად შეუსწავლელია და ამოუცნობი. სულ ოცამდე უზარმაზარი მღვიმეა. მაგალითად ბოგას მღვიმე, მარადიული ყინულით არის დაფარული და ზამთარ-ზაფხულ აქ სულ ყინულია.

არის ძალიან ლამაზი სანახაობა, ხოლო თეკენთერის მღვიმის შესასვლელში, ერთი ბებერი ხმელი წიფელი დგას, უზარმაზარი ფუღუროთი და ამ ფუღუროდან შედიხართ მღვიმეში, რომელიც არის კარსტული ჭა...

როცა ეს ჭა მთავრდება, მერე იწყება თურმე ჰორიზონტალური გვირაბი. აქ აღმოჩენილია კლდის მხატვრობა, რომელიც ზოდიაქოს ციკლს გამოხატავს და პლანეტების განლაგებას... თვით ნახატები შესრულებულია ოხრით.

ოხრა მცენარეა, წითელი წვენი აქვს და საუკუნეებს უძლებს. ეს ნახატებიც არქაულია, არავინ იცის მათი ასაკი. ისეთი არქაულია, როგორც ადამიანი... ჩნდება კითხვა, საიდან იცოდნენ, მაშინდელმა ადამიანებმა პლანეტების განლაგება, ან კიდევ ზოდიაქოთა სისტემა. ხომ არის საოცრება ეს ყველაფერი?

თავიდანვე ეს მთა, არქეოლოგების და მკვლევრებს დიდ ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ძალიან მიუვალია აქაურობა და ეს მღვიმეები რომ ნახო და დაათვალიერო კარგი ალპინისტი უნდა იყო მინიმუმ.

მით უმეტეს, გამძაფრდა ინტერესი, მის შემდეგ, რაც, საყოველთაოდ ცნობილი გახდა ქართველი ისტორიკოსის ჩანაწერი, სადაც მიუთითებს ამ მთაზე - როგორც ქართველთა განძსაცავის ადგილს... ეს არის ალიოშა რუხაძე, ალპინისტი და მკვლევარი, რომელმაც 1939 წელს მოაწყო ექსპედიცია ხომლის მთაზე

ჯგუფმა მთაზე რამდენიმე დღე დაჰყო... ვერაფერი იპოვეს და დაასკვნეს რომ განძი, დიდი ხანია წაღებული იყო იქიდან და არ არსებობდა... რუხაძე, მთაზე ორჯერ ავიდა. ჯერ ორ მუშასთან ერთად. შემდეგ კი 11-კაციან ჯგუფთან ერთად.

ფაქტია, მათ ვერაფერი იპოვეს, ან კიდევ, ვერ შეძლეს ყინულოვანი ქვაბულების გამოკვლევა, აღჭურვილობის უქონლობის გამო...

2007 წელს კი მთაზე ექსპედიცია ავიდა გურამ გაბიძაშვილის მეთაურობით. ეს პიროვნება იყო უაღრესად განათლებული მკვლევარი, არქეოლოგი და ალპინისტი.

აი რას წერდა, ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი ხვამლის მთასთან დაკავშირებით:

„ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმინდა სიმბოლოს ჰგავს.

სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება“.

ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს. ამ სენსაციიდან მეორე დღეს კი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე იგი ჟურნალისტ და მკვლევარ ლელა ნინუას დაუკავშირდა, აცნობა რაღაც აღმოჩენის შესახებ და სასწრაფოდ ლეჩხუმში გამომგზავრება სთხოვა. უთხრა, რომ, გახდებოდა სენსაცია, ეს აღმოჩენა.... გურამი იქიდან თავის სოფელში, დერჩიში, წავიდა და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში.ე ს საღ-სალამათი და სპორტსმენი კაცი, რომელსაც არასდროს ჰქონია გულზე პრობლემები...

გულის შეტევით გარდაიცვალაო თქვეს, უეცრადო... მაგრამ გავიდა ხმები, ჭორები...

იმასაც ამბობენ, რომ გაბიძაშვილი მოწამლულს ჰგავდაო, ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებდა, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ იქ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია.

რა იყო ეს? დღემდე არავინ იცის...

ან რა სენსაციური აღმოჩენის წინაშე იდგა ეს მკვლევარი, ჩვენ ამას ვეღარასოდეს გავიგებთ სამწუხაროდ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕