Digest Logo

„სიბნელე მხოლოდ იქ ძლებს, სადაც იპოვის სივრცეს და ნახავს კუთხე არ გაქვს განათებული, ხოლო სინათლე იქ შედის, სადაც შენ მის მისაღებად შლი გულს“ - ქეთევან ჯანდიერი

1764826605
ქეთევან ჯანდიერი

„როდესაც სიბნელე მოგიახლოვდება, ის სინათლის ჩაქრობას კი არ ცდილობს — ის უბრალოდ ვერ ეგუება შენს ბრწყინვალებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი წერს. 

მისი თქმით, როდესაც ადამიანი ანათებს, ბნელი სივრცე ადგილს იცვლის და გშორდება.

„ნათელი ბნელში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი. ეს ისეთი სასწაულია, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, მაგრამ შინაგანი მე მას ყოველთვის ცნობს.

როდესაც სიბნელე მოგიახლოვდება, ის სინათლის ჩაქრობას კი არ ცდილობს — ის უბრალოდ ვერ ეგუება შენს ბრწყინვალებას.

ბნელი სივრცე ქრება, როგორც კი შენი ცნობიერების შუქი ამღვრევას წყვეტს.
და მაშინ ხვდები, რომ სინათლე გარედან კი არ მოდის — ის ოდითგანვე შენში ცხოვრობდა, ელოდა, როდის დაუძახებდი.

სიბნელე მხოლოდ იქ ძლებს და სახლობს, სადაც იპოვის სივრცეს და ნახავს კუთხე არ გაქვს განათებული. სინათლე კი იქ შედის, სადაც შენ მის მისაღებად შლი გულს.

საბოლოოდ, ეს სიტყვები ერთ რამეს გიმეორებენ: არანაირი ჩრდილი არ „ფლობს” უფლებას შეხებაზე. შენში არის ძალა, რომელსაც ვერასდროს ედება ბინდი.

როდესაც შენ ანათებ, ბნელი სივრცე უბრალოდ ადგილს იცვლის და გშორდება,“ - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕4 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„დაქორწინდით, დაიწყეთ მკურნალობა, მშენებლობა და გადადით ახალ სახლში...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი