Digest Logo

ავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები

1791739791
პოლიციის ლენტი

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

✕