ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში 5 აპრილს შუახნის ქალი სასტიკად მოკლეს, მისი ქმარი კი სცემეს.
როგორც Digest- ს ოჯახის მეზობელი უყვება, თავდასხმა ცოლ-ქმრის შვილიშვილმა ჩაიდინა. მკვლელობის მოტივი ბინისთვის შეგროვებული თანხა იყო, რომელსაც იგი ბებია-ბაბუას სთხოვდა.
„ჩვენ მაშინ გავიგეთ, როდესაც გამთენიას, პატრული მოვიდა. შოკია რაც მოხდა, კიდევ ვერ მოვსულვართ აზრზე. შუახნის ცოლ-ქმარი ცხოვრობდა იმ ბინაში, სადაც მოხდა მკვლელობა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, მათ თავს შვილიშვილი დაესხა, რადგან სახლში უპრობლემოდ შეაღწია, რა თქმა უნდა, ახლობელი იქნებოდა. ბაბუა სკამზე დაუბამს და ისე უცემია, ბებია რომ შეესწრო ამ ამბავს, კივილი დაუწყია, ამიტომ იქვე ბაბუის თვალწინ გაუგუდავს თოკით. მე როგორც გავიგე, ოჯახი ფულს აგროვებდა სახლის შესაძენად და ამჟამად შეგროვებული ჰქონდა 25 000 დოლარი, ამ თანხას სთხოვდა მათ შვილიშვილი, რაზედაც უარი უთხრეს და მოხდა ეს უბედურება. ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ, კარგი ცოლ-ქმარი. ამ ბიჭზე ვერ გეტყვით ვერაფერს, დადიოდა ხოლმე. საწყალი ბებია კი მოკლა და ეს ბაბუა ისეთი ნაცემია, საავადმყოფოშია ახლაც დამტვრეული“, - ჰყვება„დაიჯესტთან“ მოკლულის მეზობელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავგეგმოთ აპრილი ისე, რომ წარმატებას მივაღწიოთ - თვის ნუმეროლოგიური პროგნოზი