Digest Logo

ბადრი ესებუა დააკავეს

1675832608
ბადრი ესებუა

სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებულის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. სავარაუდოდ, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით დატოვა და ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიწისძვრის გამოწვევა ტექნოლოგიებით შესაძლებელია, როგორ შეიძლება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებით ბიძგები უფრო ძლიერი ყოფილიყო“ - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

🎥 „არასდროს გამისინჯავს მწვადი და გოჭის ხორცი...“ - ქრისტინე იმედაძე

🔘🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან