
დმანისში 18 წლის ბიჭი თანასოფლელთან შელაპარაკების დროს ცივი იარაღით დაჭრეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელი, რომელმაც ის დაჭრა, არასრულწლოვანია.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
„დაიჯესტი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.