Digest Logo

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა

1674170672
პოლიციის ლენტი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეჯოში ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულზე შეიარაღებული პირი იმყოფება, რომელიც მიზანმიმართულად ისვრის. მოსახლეობის ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი

.შემთხვევის შესახებ გვიან ღამით გახდა ცნობილი. აღნიშნული ფაქტის შესახებ საგარეჯოში მცხოვრები მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს საავადმყოფოს ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთი მედპერსონალის თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა დამნაშავის დაკავება ვერ ხერხდება.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ისმის სროლის ხმა.

,,წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც რამდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად. მოკლულია 1 პოლიციელი. 2 უმძიმეს მდგომარეობაშია. კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია, რომელიც ვერ გამოაქვთ, ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას. პოლიცია მობილიზებულია, მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მოჰყავთ ბევრი დაჭრილი. სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის. პროგნოზის გაკეთება ძნელია", - წერს ლეილა ოთიაშვილი სოციალურ ქსელში.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.