![მკვლელობა თბილისში მკვლელობა თბილისში](https://digest.ge/uploads/files/2025/02/09/65061/mkvleloba-tbilisshi_w_h.jpeg)
12 იანვარი, თბილისი, ვაშლიჯვარი, გაბაშვილის ქუჩა. გამოძიების ინფორმაციით, დაუსრულებელ ნაგებობაში ლაშა თვალაბეიშვილი და ლევან ჯანგულაშვილი ერთად ავიდნენ. რა შინაარსის იყო კორპუსის მე-7 სართულზე მეგობრების ბოლო საუბარი, უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
საზარელი მკვლელობის შესახებ სიუჟეტი „კურიერი p.s-მა“ მოამზადა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
23 წლის ლაშა თვალაბეიშვილი ახლო მეგობრის, ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობას აღიარებს. ჰყვება, როგორ დაჭრა 28 წლის მამაკაცი, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოგდების შემდეგ, უმოქმედო ლიფტის შახტში დამწვარი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ, ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა, ლაშა თვალაბეიშვილმა მშენებარე კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო.
ბრალდებულს მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი, რაც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები, პასუხების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს და დამნაშავეს უვადო პატიმრობა დაემუქროს. დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ არის ალექსანდრე თოფურიას რჩეული, რომლის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო?