Digest Logo

მძიმე ავარია რიკოთის გვირაბთან - არის მსხვერპლი

1759569299
ავარია რიკოთის გვირაბთან

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე, ავ­ტო­ბა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე, ცოტა ხნს წინ მძი­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

გავრცელებული ცნობით, ერ­თმა­ნეთს სატ­ვირ­თო და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რა­საც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვის გამო თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის მა­გის­ტრა­ლის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ცო­ბი იყო. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ ფო­ტო­ებს, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გე­ბი დგას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში „დაიჯესტს“ განუცხადეს, რომ მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლია ერთი მგზავ­რი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბენი არ გაჩერებულა არც ერთი წამი...“ - რამ აატირა ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე?

⭕„რა ტანი გაქვს მოკლედ...“ - ლიკუნა მეტრეველი ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„გთხოვთ მიპასუხეთ გულით...“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ კადრებს აქვეყნებს