რამდენიმე დღის წინ დუშეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 10 მარტს 42 წლის მიშა ჩოხელი მეუღლის თვალწინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელები დუშეთის მცხოვრებლები არიან, აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. მათი თქმით, ბრალდებულებსა და მოკლულს ადრე კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
„ამბობენ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ რას უკავშირდება ეს კონფლიქტი, არ ვიცით. ოჯახიც არაფერს ამბობს. ვიცით მხოლოდ ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად.
მკვლელები შუაღამისას მიადგნენ სახლში და მძინარე მიშა ცოლის თვალწინ ჩაცხრილეს. ის 40 წელს გადაცილებული იყო და ყველა ძალიან აქებს - ამბობენ, რომ უაღრესად პოზიტიური ადამიანი იყო. გოგოლაური ახლახან გამოვიდა ციხიდან. ადრე მკვლელობისთვისაც იყო ნასამართლევი და ძალიან აგრესიულ პიროვნებად ახასიათებენ. ვერავინ ხვდება, რისთვის გაიმეტეს მიშა“, - ამბობს მოკლულის ახლობელი.
მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარტივი პრაქტიკა ფულისთვის - თაკო მელიქიშვილის რჩევები
⭕„ურთიერთობები მსუბუქი, სასიამოვნო და უდარდელია...“ - 14 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„ფლირტი, გართობა და სიხარული დღეს შენი თანამგზავრია...“ - 14 მარტის კოსმოსური ამბები
წყარო: www.ambebi.ge