ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას, სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ნარსია საქართველოს ბანკში 2022 წლის 20 სექტემბერს შეიჭრა.
დამნაშავეს 12 ადამიანი მძევლად 7 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი.
სპეცოპერაციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.