Digest Logo

ქობულეთში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს

1685719014
საპატრულო პოლიციის ლენტი და ბორკილები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სავარაუდო მკვლელის მამა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-იდან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ინფორმაციისთვის, ლეღვაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამან იტირა უკვე... როგორი ყოფილა მამობა?“ - რა კადრები ვრცელდება სამშობიაროს ეზოდან

თოშა ქებურიას ცოლი ქეთი ჟღენტი ნიცაში ისვენებს - რა ფოტოებს აქვეყნებს ბიზნესმენის მეუღლე

„მასპინძელი ხვიჩას ოჯახი იყო, ნეაპოლში ცხოვრობენ. მოუტანა და ნონას აჩუქა ის მაისური, მისი გუნდის ფოტო რომაა დატანილი“ - რას ჰყვება დარეჯან კვარაცხელია