Digest Logo

შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

1759899864
შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთ ადამიანს შორის ერთ-ერთი აქტივისტი ნანა სანდერია.

4 ოქტომბრის მოვლენებზე გამოძიება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია 23, ხოლო 3 ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?