Digest Logo

სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

1680613859
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გოგაშვილი წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.