თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში ხანძარი იყო.
როგორც „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.