Digest Logo

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

1778998794
ოჯახის სიწმინდის დღე

დღეს, 17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება.

შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.