Digest Logo

🎥 „17 წლის იყო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. ორი წლის თავზე სამსახურებრივი იარაღით მოკლა“ - უმძიმესი საქმის ახალი დეტალები

1701947836
ნაადრევი ქორწინება

სალომე მხოლოდ 17 წლის იყო, როცა მასზე გაცილებით უფროსმა კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. ორი წლის თავზე, მოძალადემ, პოლიციის თანამშრომელმა, სალომე სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მომხდარმა ტრაგედიამ ფარდა ჩამოხსნა სისტემას, რომელმაც არ დაიცვა ახალგაზრდა ქალი სიცოცხლე. მოგვიანებით სასამართლომ აღიარა სახელმწიფოს დანაშაული და მსხვერპლის დედისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ვიდეო მომზადდა რადიო თავისუფლების მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ‐დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო თავისუფლება და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ მორთეს სანდრო შელიამ და ნინა ხუბუტიამ საშობაო ნაძვის ხე (ფოტოები)

🔵ანდრია გველესიანის საახალწლო ფოტოსესია ოჯახთან ერთად - „რა ლამაზები ხართ“

🎥 „ქორწინებით უდიდესი დარტყმა მიიღო... ისე კიოდა, მთელ დუშეთს ეგონა, რომ მოვკვდი“ - ნანა ლორთქიფანიძე დედაზე