25-27 სექტემბერს თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირი „ჰუალინგ პლაზაში“ ჩატარდება და მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი პარასპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს:
მცირემხედველთა კატეგორია (J2):
გიორგი ქალდანი (–70 კგ)
ზურაბ ზურაბიანი (–70 კგ)
ლევანი გუგავა (–81 კგ)
ბაჩუკი შელია (–81 კგ)
ზვიად გოგოჭური (–95 კგ)
ლაშა ყიზილაშვილი (–95 კგ)
რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)
ქეთი გილიგაშვილი (–60 კგ)
ინა ქალდანი (–70 კგ)
უსინათლოთა კატეგორია (J1):
გიორგი გამჯაშვილი (–70 კგ)
გურამ აფციაური (–70 კგ)
საბა ბაღდავაძე (–81 კგ)
ლუკა ხარაიშვილი (–81 კგ)
გიორგი ბერიძე (–95 კგ)
რამინი ყიფშიძე (+95 კგ)
25 და 26 სექტემბერს ინდივიდუალური, ხოლო 27 სექტემბერს გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე შეეცდებიან. ტურნირს პირდაპირ ეთერში პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.