ჟურნალისტი ნინო ქაჯაია დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეკა ხოფერიასთან „იუთუიბის“ არხზე პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მის განვლილ პროფესიულ გზაზე და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.
სად არის და რას აკეთებ ახლა 2000-იანი წლების პოპულარული ჟურნალისტი ნინო ქაჯაია, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში, ხოლო შემდეგ 2006–2008 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი იყო:
„ჯერ „ალიონში“ ვიყავი, შემდეგ კი „რუსთავი2“-ში შემომთავაზეს. მაშინ არაფერი არ იყო, ჩამოძონძილი და ჩამონგრეული იყო ყველაფერი.
ეროსი და დვალი გავიცანი, რომლებიც ამბობდნენ, ყველაზე მაგარი ტელევიზია იქნება და შენც უნდა იყო ყველაზე მაგარი რეპორტიორიო.
დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, იყო იდეა, იყო, ენერგია და მაყურებელიც არ იყო განებივრებული ინტერნეტით. ამან განაპირობა არხის პოპულარიზება“, - აცხადებს ნინო ქაჯაია.
