Digest Logo

„3 დღის მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს „პატიოსანი ქალის“ სახელს შეულახავდა“ - თბილისში ჩვილი მიატოვეს

1690384722
კლინიკა კლინიკა

თბილისის ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავს ავრცელებს და წერს, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა.

ექიმი განმარტავს, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა.

ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.

მედიკოსი გულდაწყვეტით წერს, რომ მშობელი დედის გადარწმუნება ვერ მოახერხეს და მან გადაწყვიტა საბოლოოდ მიეტოვებინა 3 დღის გოგონა, სახელად მარიამი.

„გულისტკივილი პოსტია ეს...

პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა "საცოდავი" ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება...

ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა "დედამ". ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია.

ალბათ იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი...

მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის #გამჩენს "პატიოსანი ქალის" სახელს შეულახავდა.

მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას....

ბოლო წუთამდე გვეჯერა რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოცმუშაკის დახმარების დაპირებამ.

ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი-დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის...

წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან...

დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება!!!

არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!!“,- წერს მედიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „უფრო დიდი ქუდები ჩამოიფხატეთ აეროპორტებში, თქვე სირაქლემებო, ტ@აკს სად დამალავთ, ტ@რაკს?“ - ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

🔵„ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და სანამ ჩემს ოჯახზე რამეს იტყვი, დაფიქრდი…“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

🎥 „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ - გაიცანით ქალი, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა