აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ საბა ლაზიშვილი პირველ მიმართვას ავრცელებს.
იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და როგორც თავად ამბობს, თავს კარგად გრძნობს.
„მოგესალმებით ქართველებო, ძალიან მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამდენი გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის❤️.
ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც მადლიერი ვარ და მიხარია, რომ ამდენ სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია“, - ამბობს საბა ლაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პოლიციამ დვალიშვილსა და ლაზიშვილს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა, უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ ხუთ პირს კი 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და 300 000 დირჰემის ოდენობის ფინანსური ჯარიმა დააკისრა.
დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე იასპარეზებენ. მერაბი მარლონ მორაესს დაუპირისპირდება, ხოლო საბა უმარ ნურმაგომედოვს ჩაანაცვლებს და ურაია ფეიბერს შეხვდება.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.
View this post on Instagram