გავრცელებული ცნობით, კუს ტბაზე ნაპოვნია ცხედარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეკუთვნის.
ახლახან ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაადასტურა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ არის.
„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“,- წერს ირმა მალაციძე.
ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ცნობილი გახდა, რომ მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ირმა მალაციძემ გაავრცელა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები იყვნენ ჩართული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში 39 წლის ლევან ახალკაციშვილს ეძებენ
🎥 სანადირო თოფით მოკლული ცოლი და სიდედრი - ფირაშვილის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი