Digest Logo

🎥 ახალგაზრდა, რომელსაც წარმატებულ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მოულოდნელად მონასტერში წავიდა - საქართველოს ახალი პატრიარქის ცხოვრება ეკლესიამდე

1779044290
შიო მესამე

ახალგაზრდა შემოქმედისთვის კონსერვატორიის კარიც მალევე გაიღო და იქ ვიოლონჩელოს კლასში დაიწყო სწავლა. თამარ გაბრაშვილი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ აუდიტორიაში მომავალ პატრიარქს ამეცადინებდა. დღეს ის უკვე 88 წლის არის.

აქ დღემდე ახსოვთ მუსიკოსი ბიჭის წარმატებები და ის წარჩინებულთა დაფაც, სადაც კარგი სწავლისთვის მომავალი პატრიარქის სახელი და გვარი ეწერა.

მომავალ პატრიარქს პედაგოგები იმ წლებში წარმატებულ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, საათობით იჯდა ჩელოსთან, ჰქონდა კონცერტები, უკრავდა ორკესტრთან ერთადაც.

პატრიარქ შიოს ახალგაზრდობა ერთ–ერთ ყველაზე რთულ გარდამტეხ დროს – საბჭოთა ეპოქის დასასრულს დაემთხვა. 1988 წელს, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს მომავალი პატრიარქი წინამორბედს, პირველად სიონის გვერდით, ძველი საპატრიარქოს შენობაში შეხვედრია, ილია მეორემ ახალგაზრდები იქ თავად დაიბარა.

როგორც მეგობრები იხსენებენ, მაშინ ელიზბარ მუჯირს იმდენად სეკულარული მოსაზრებები ჰქონდა, რომ პატრიარქს თურმე ხელზეც კი არ ემთხვია. ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

წარმატებული მუსიკალური კარიერის მიუხედავად, ახლანდელმა პატრიარქმა მოულოდნელად სწავლა შეწყვიტა და მონასტერში წავიდა. შიომღვიმის მონასტერში ერთი დღით წასული იქ 5 წლით დარჩა, თბილისში უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. როცა შავი სამღვდელოების წარმომადგენელი გახდა, სახელად შიო უწოდეს, 1995 წლიდან დიაკვანია. ერთ წელში კი პატრიარქმა მღვდლად აკურთხა. მალევე დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

ერთ–ერთ ინტერვიუში იმ გზაზე საუბრობს, რამაც მომავალი პატრიარქი ტაძრამდე მიიყვანა.

1998 წელს მღვდელ-მონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება, ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძარში იწყებს მსახურებას. ამ ეკლესიაში კარგად ახსოვთ ის დრო, როცა შიო მესამე იქ პირველად მივიდა.

იმავე წელს, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ხდება. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი გახდა, 7 სექტემბერს კი ეპისკოპოსის მანტიით შეიმოსება.

2012 წელს მეუფე შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ინტერვიუ ჩაწერა. პატრიარქების დიალოგში ილია მეორე იხსენებდა საკუთარ მოძღვარსა და წინასწარმეტყველებას თავისი პატრიარქობის შესახებ.

2017 წლის 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე, ქაშუეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ თავისი გადაწყვეტილება ამცნო. ამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, შიო მუჯირი მოსაყდრედ დაინიშნა. მაშინ მეუფეს არ დაუმალავს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა.

2018 წელს მეუფე შიო დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

გავა დრო და სვეტიცხოვლის ეზოში შეკრებილ პატარებს მოუყვებიან, რომ ამ მზით გაბრწყინებულ წმინდა ტაძარში მათ თვალწინ ახალი პატრიარქი დაიბადა და რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიბადა ახალი ეპოქაც, როდესაც ერს სულიერების გზაზე წინ უკვე შიო მესამე წარუძღვება და მწყემსმთავრის მისიას შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კლიმატური კრიზისი, უთანასწორობა, AI-კონტროლის დაკარგვა ან ბიო-ინჟინერიის შეცდომები...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

🎥 „ეშხიანი, შარმიანი და მომხიბვლელი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი ვენაში მოგზაურობს

„საოცრად გამოიყურები, გიხდება ეს მანქანა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს