
ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი ზაზა მამალაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთობებზე ისაუბრა და იგი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ნაწილი ტრადიციული ღირებულებებისგან შორს დგას.
„რაღაცები შეიცვალა. ახლა, მაგალითად, ახალგაზრდებს ცალკე უნდათ ყოფნა, სანამ გაოფიციალურდება ურთიერთობა. არ მომწონს, ჩემთვის მიუღებელია. ჩემ შვილიშვილს შეყვარებული ჰყავს, არიან ცალკე და ცხოვრობენ. კარგი ჩემი ბიჭია და ჯანდაბას, მაგრამ იმ გოგონას ვუფრთხილდები. რომ გაიცანი, სახელი უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს და დამალოცინე, შე კაი ადამიანო. შვილიშვილს რომ ვეუბნები, მპასუხობს - „არ ვარ ჯერ მზადო“. მე იქითა მხარის მშობლებზე უფრო ვნერვიულობ. არაფერი არ ვიცი, ვინ რა იცის. გადასარევი ბიჭია, მაგრამ მე მაინც წესების დამცველი კაცი ვარ,“- ჰყვება ზაზა მამალაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერს მას ვუკავშირებ...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
📸 თიკა ფაცაციას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად - ცნობილია, სად მოგზაურობს ტელეწამყვანი