ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.