ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „სმარტის“ შენობაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „დაიჯესტს“ განუცხადეს, ინციდენტის დროს შენობაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მეხანძრე-მაშველებმა იგი შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად მაღაზიის ნაწილი დაზიანდა.
აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „იმდენად ვიტანჯე შეყვარებულობის პერიოდში...“ - სოფო ბედიას და მიშა მესხის სიყვარულის ისტორია
⭕„უსაყვარლესი გოგონები...“ - სალომე შარვაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი...“ - ეკო ფანგანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს