
სისხლიანი მოვლენების მონაწილე, ფილოსოფოსი და პროფესორი, ირაკლი ბათიაშვილი, ოჯახთან ერთად, სტუმრად გადაცემაში „პოსტალიონი“ იმყოფებოდა, სადაც 36 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა:
„ჩემთვის და ალბათ მთელი ჩვენი ხალხისთვის ამ თარიღს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 1089 წლის 9 აპრილს რაც ეხება, მე მინდა გავიხსენო დიდი რუსი ეგზისტენციალისტის ფრაზა - თავისუფლების გმირობა. აი ქართველმა ხალხმა ჩაიდინა ამ დღეს თავისუფლების გმირობა. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსი ვართ თავისუფლების, კეთილდღეობის და ქვეყნის დამოუკიდებლობის. ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორიც დიდგორის, მარტყოფის ბრძოლები, საქართველოს გაერთიანება ბაგრატ მესამის დროს. ამ დიდმა შერკინებამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შეუქცევადი გახადა მისი დამოუკიდებლობა. ტრაგედიაც არის 21 ადამიანი დაიღუპა. უმეტესი ადამიანი ქალი იყო. მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ ტრაგედია იყო ეს არის მკრეხელობა“,- ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მზადება ბაღში ზეიმისთვის...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„ორი დრუნჩა...“ - ლიკა კვარაცხელია შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს