Digest Logo

🎥 „აქ იქნება ჩემპიონების სამჭედლო“ - მერაბ დვალიშვილი თბილისში MMA-ის აკადემიას ხსნის

1794390851
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოში საბრძოლო ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპსა და მასშტაბურ ინიციატივას აანონსებს. სპორტსმენის თქმით, ქვეყანას აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე MMA-ის მთავარ ცენტრად იქცეს.

ამის სიახლის შესახებ ქართველმა სპორტსმენმა სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„საქართველო უნდა იყოს MMA ცენტრი, აქ უნდა ჩამოვიდეს ხალხი და აქ ივარჯიშოს - ჩვენ არ უნდა წავიდეთ სხვაგან. 

შევხვდებით 23 ნოემბერს „თბილისი ცენტრალში“ აქ იქნება ჩემპიონების სამჭედლო“,  - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ახალი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის პროფესიონალური სავარჯიშო ინფრასტრუქტურის შექმნასა და უცხოელი მებრძოლების მიზიდვას, რაც ქართველი ჩემპიონების აღზრდას შეუწყობს ხელს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Merab Dvalishvili MMA Academy (@merabmmaacademy)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა - მოდელი თმის ახალი ფერითა და განსხვავებული ვარცხნილობით გამოჩნდა

⭕„მეგობრები მოვიმდურე, რადგან მათთან ვეღარ დავდივარ, ჩემი ყოველი თავისუფალი დრო შვილს ეკუთვნის“ – ნინო მუმლაძე

⭕„ოთხი ერთიანის პორტალი“- რა მნიშვნელობა აქვს 11 ნოემბრის სარკისებურ თარიღს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილი?

✕