გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სიუჟეტის მორიგი გმირები, ანზორ გიორგაძე და შურა ჟღენტი იყვნენ, რომელთაც ერთმანეთთან 60 წლიანი სიყვარული აკავშირებთ და ტკბილ სიბერეს ერთად, შრომაში ატარებენ.
წყვილს 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი ჰყავთ. გადაცემაში სწორედ ამ დიდ სიყვარულზე ჰყვებიან და მყარი ურთიერთობის საიდუმლოსაც გვიზიარებენ.
„წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო, მომეწონა, მასაც მოვეწონე და სიყვარულიც გაჩნდა. არ ვნანობ, ჩვენმა სიყვარულმა გაამართლა, 60 წელია ერთად ვართ.
უსიყვარულოდ ოჯახი არ შეიქმნება, 60 წელი ადამიანი ერთად ვერ გაძლებს, მათ რომ ერთმანეთის არ ესმოდეთ და ურთიერთგაგება არ ჰქონდეთ. რომც არ მითხრას, რომ ვუყვარვარ, ამას ისედაც ვგრძნობ.
ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ურთიერთგაგებაა, თუ ადამიანებმა ერთმანეთს არ გაუგეს, არაფერი გამოვა, სიყვარული, საერთო სიყვარული.
არ შეცვლილა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა გვაქვს ერთმანეთის. ვეუბნები, წავიდეს ქობულეთში, მაგრამ არ მშორდება“,- ამბობს შურა ჟღენტი.
„ხშირად ვეუბნები, რომ მიყვარს. როცა გაბრაზებულია, ყვავილს მოვწყვეტ და მივუტან, ახალ დამწიფებულ ხილს მივართმევ, სიმღერას ვიწყებ და ასე გამოვხატავ სიყვარულს“,- აღნიშნავს ანზორ გიორგაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
🎥 „ღამის სიჩუმე გაფანტე“ - ძმები არველაძეების და მანიკა ასათიანის შესრულება სოცქსელს იპყრობს