Digest Logo

„არა რუსულ კანონს“ - „ხალხის ძალის“ კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

1678080943
პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

„არა რუსულ კანონს“ - „ხალხის ძალის“ კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია იმართება.

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან. 

პარლამენტთან „ხალხის ძალის“ პროექტის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

შენობის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

პროტესტი იქნება პარლამენტის შენობის შიგნითაც. საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.

შეგახსენებთ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.