ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის ძმა ლევან მათითაშვილი გადაცემის „თავისუფალი ბაზარი“სტუმარი იყო, სადაც მან სიფხიზლესა და კლუბებში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
„ვთქვათ, კლუბებში შედიხარ – კლუბებიც ხომ სხვადასხვა სახის არის – მაგრამ თუ პრესტიჟულ კლუბში შედიხარ, იქ არაფხიზელი მოქცევა აღარ არის კარგი ტონი, ანუ სიფხიზლე შემოვიდა მოდაში და ეს ხელს ძალიან გვიწყობს ჩვენ, რომ ამაზე უფრო აქტიურად ვისაუბროთ.
20 წლის წინ, მე რომ მეთქვა, რომ, ბოდიში და, ფხიზლად „მევასება“ ცხოვრება და კარგად ვგრძნობ თავს, შეიძლება ვინმეს დავეცინე, რომ „რა ფხიზლად“, „როგორ არ მოიხმარ მოსაწევს“…
დღეს ეს მიდგომა უკვე შეტრიალდა და დღეს ფხიზლად რომ ვცხოვრობ, ეს არის „ტრენდი“ და მე ამით ვამაყობ. ამიტომ, საჭიროება დადგა – მე ჩემს თავს მივხედო, რომ ფხიზლად როგორ ვიცხოვრო, ის გზები მოვიძიო“, – ამბობს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: