მამა საბა ჭიკაიძე სოციალურ ქსელში ხშირად მრევლის შეკითხვებს ვიდეომიმართვაში პასუხობს.
ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე:
არსებობს თუ არა „დამავოი“ (სული), რომელიც ნივთებს აადგილებს?!
„ჩემი და ზოგადად ეკლესიის აზრი არის ასეთი - არანაირი „დამავოი“, ასე თბილად რომ ეფერებიან და ესიყვარულებიან არ არსებობს. ეს ყველაფერი გახლავთ ბოროტის ძალა, რომელიც რეალურად არსებობს.
მეც ხშირად მომისმენია, ჩემი მრევლისგან ისტორიები, რომ ღამე ვიღაც ახჩობდა, სახლშიც ხდება რაღაცების გადაადგილება, ამიტომ ნუ მოეფერებით ამ ყველაფერს და ნუ მოესიყვარულებით, იცოდე რომ ეს არის ბოროტის ძალა, იყავით ხშირი მაზიარებელი, იცხოვრეთ ეკლესიურად და აკურთხებინეთ სახლი და აუცილებლად გაქრება თქვენი დაუპატიჟებელი სტუმარი“, - ამბობს მამა საბა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე