Digest Logo

ასპინძაში ეძებენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც სავარაუდოდ, მტკვარში ჩავარდა

1683303436
ასპინძაასპინძა

ასპინძაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით, მტკვარზე გადასვლას ცდილობდა, როცა წყალში გაუჩინარდა. 

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც ბაგირია გადაჭიმული, რომელზე დაკიდებულ კალათსაც მტკვრის მეორე მხარეს გადასასვლელად იყენებენ.

„კალათი მეორე მხარეს იყო, არ გამოითრია და ბაგირზე ხელებით ჩამოეკიდა. ფერმიდან ხედავდნენ როგორ ჩავარდა ბიჭი წყალში“, - უყვება „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამძებრო-სამაშველო მოქმედებები სოფელ თმოგვიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მიმდინარეობს.