
გურჯაანის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას ცოლ-ქმარი და მათი ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, მათი კიდევ ერთი შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახის წევრები მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, მანქანა ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
„დაიჯესტი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.