ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.